მაკა ბოჭორიშვილი: სტამბოლის შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცე

08 ივნ 2026

დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, ჩვენი პარტნიორობის სიმტკიცე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა, საქართველო მომავალშიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაში.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის შემდგომ მინისტერიალს თბილისი უმასპინძლებს.