08 ივნ 2026
ოპოზიციურ ალიანსში არსებული უთანხმოება მწვავდება. მიმდინარე პროცესებს დღეს სასამართლო პროცესიდან გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი მისი ოპოზიციად გადაიქცა.
სააკაშვილის თქმით, გისოსებს მიღმა ვერ შეძლებს ივანიშვილის დამარცხებას, რისთვისაც გარეთ ყოფნა სჭირდება. მანამდე კი პარტია „ახლებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა „ფედერალისტების“ ლიდერი. თამარ ჩერგოლეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები სოციალურ ქსელში გააკრიტიკა და მათ „ბანდერლოგები“ უწოდა.
აღნიშნულს შეფასებები მოჰყვა. ენმ-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ლანძღვით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტები ვერ გახდებიან, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მთავარი ვისაც ოპოზიციის ნაწილმა უღალატა ქვეყანაა. ამიტომ ამ ფონზე ოპონენტებს შორის შიდა უთანხმოება უმნიშვნელოა.