ვიზალიბერალიზაციის საკითხი - პოლიტიკური შეფასებები

08 ივნ 2026

ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების ნაცვლად, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილი ამ კომენტარით 11  ივნისს ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა.

ცნობილია, რომ შეხვედრას  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან სპეციალური დელეგაციის წევრები და ევროკომისიის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

ოპოზიციურ სპექტრში იმედოვნებენ, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შეზღუდვები ქართველ ხალხს არ შეეხება.