ანსამბლ „რუსთავის" კონცერტი

08 ივნ 2026

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის - „რუსთავის“ კონცერტი  ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. 

ანსამბლი მაყურებლის წინაშე განახლებული პროგრამითა და სამოსით წარდგა.

პროექტი ქართული ფოლკლორის თანამედროვე ფორმებით წარმოჩენას ისახავს მიზნად, თუმცა დაცულია ანზორ ერქომაიშვილის მიერ დამკვიდრებული პრინციპები - ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური სიზუსტე, მაღალი სასცენო კულტურა და ტრადიციისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება.