ცვლილება საქართველოს პარლამენტში აკრედიტაციის წესში

08 ივნ 2026

პარლამენტის მედიის მუშაობის აკრედიტაციის წესში ცვლილება შედის. სიახლის შესახებ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ცვლილების მიხედვით საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემა დაუახლოვდება ევროპარლამენტში მოქმედს და ისევ დარღვევის შემთხვევაში ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერდება 1 თვით, განმეორების შემთხვევაში კი ერთი წლით.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ  შეზღუდვა შესაძლოა შეეხოს სრულად მედიასაშუალებასაც, რაც დამოკიდებული იქნება დარღვევების სიხშირეზე.