ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველოდები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას - ირაკლი კობახიძე

08 ივნ 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას ულოცავს. ამის შესახებ პრემიერი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე მზადყოფნას გამოთქვამს მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

„გულწრფელად ვულოცავ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას. მოუთმენლად ველოდები ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის, ჩვენი ერების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.