დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში

07 ივნ 2026

დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში - ჯერ კიდევ გაერთიანებაში მყოფი პარტიები ბრალდებების და კრიტიკას ერთმანეთის მისამართით არ იშურებენ. დავის საგანია რა შეუძლია მოცემულ პოლიტიკურ ვიტარებაში ნაციონალურ მოძრაობას და ვინ ახდენს რეალურად სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციას.
დაპირისპირების ეპიცენტში პარტიები „ახალი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არიან. სააკაშვილის პარტიის წევრები ნიკა გვარამიას წარსულს ახსენებენ და პირადი ამბიციების გამო ექსპრეზიდენტის ღალატში ადანაშაულებენ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოპონენტების მხრიდან დიდი ხანია აღარ უკვირთ პოლიტიკური უპრინციპობა და პროცესებს  შიდა რესურსებისთვის ბრძოლას უკავშირებენ.