აჭარის მწერალთა სახლის ლიტერატურულ სივრცეში გამართა შეხვედრა პოეტ მაია მინდელთან

06 ივნ 2026

შეხვედრა პოეტ მაია მინდელთან - აჭარის მწერალთა სახლის ლიტერატურულ სივრცეში გამართული საღამო პოეტის ლექსების  ახლადგამოცემულ კრებულს უკავშირდება. მაია მინდელი პროფესიით ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა ლიტერატურულ  პროექტებში, იყო არაერთი კონკურსის პრიზიორი და გამარჯვებული. მინდელის პირველი პოეტური კრებული „ სევდისძვრა“ 2026 წელს გამოიცა.