შშმ პირთა მშობლები მაყურებლის წინაშე ლაშა ბუღაძის პიესის "ლისისტრატეს" მიხედვით დადგმული სპექტაკლით წარდგნენ

06 ივნ 2026

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებლების თეატრის სცენამ, ბათუმის ინკლუზიური დასის მშობლებს უმასპინძლა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლები მაყურებლის წინაშე ლაშა ბუღაძის პიესის "ლისისტრატეს" მიხედვით დადგმული სპექტაკლით წარდგნენ.
კიდევ ერთხელ გვინდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, აცხადებენ მშობლები და რეჟისორი რომელიც პატარა მსახიობების მშობლებთან მუშაობდა.
"ლისისტრატე" ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პიესაა.