06 ივნ 2026
„მემარცხენე ალიანსი“ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ორმაგ სტანდარტში სდებს ბრალს. პარტიაში დასავლური ინსტიტუტების დამოკიდებულება კითხვებს უჩენთ.
აქ მაგალითად მოყავთ ფონ დერ ლაიენის მიერ სომხეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება, რომელიც რუსეთის მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებსა და სომხეთისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის მომზადებას ეხება, ამბობენ, რომ საქართველოში წლების განმავლობაში მძიმე ომებისა და გამოწვევების მიუხედავად, დასავლური პარტნიორებისგან სათანადო მხარდაჭერა ქვეყანამ ვერ მიიღო. ისინი ხელისუფლებას ამ საკითხზე უფრო პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ.