ოპოზიციურ სპექტრში არსებულ დაპირისპირებაზე პოლიტიკური გამოხმაურებები გრძელდება

06 ივნ 2026

დაპირისპირება "ოპოზიციური ალიანსის" წევრებს შორის - მიხეილ სააკაშვილის პარტიასა და "ახალს" შორის კონფლიქტი უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება.

პარტია "ახალის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გუშინ "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდა, ოპოზიციურ საქმიანობაში მეტად ჩაერთონ და არა მხოლოდ აქციებზე სიტყვით გამოსვლა ითხოვონ. ყოფილი თანაგუნდელის კრიტიკას ნაციონალურ მოძრაობაში პასუხობენ და გვარამიას პოლიტიკურ მანიპულაციებსა და პარტიული რესურსების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.  
ანა წითლიძე ამბობს, რომ  გვარამიამ სააკაშვილის პოლიტიკური კაპიტალი საკუთარი თავის შექმნისთვის გამოიყენა. რა ბედი ელის ოპოზიციურ ალიანს? -  დაპირისპირებული მხარეები გაერთიანებაში ჯერ კიდევ რჩებიან. მმართველი გუნდი ალიანსში მიმდინარე პროცესებს პირველობისთვის ბრძოლას უკავშირებს.