ანიტა არაბულის კონცერტი

06 ივნ 2026

ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებელში  საორკესტრო განყოფილების XI კლასის მოსწავლის ანიტა არაბულის  სოლო კონცერტი გაიმართა. კლასიკური მუსიკის საღამოზე  ახალგაზრდა შემსრულებელმა ბახის,  ვიენავსკის,  მოცარტის,  პაგანინის,  ვიეტანის,  ბრუხის,  ბრამსის,  მაჭავარიანის,  აზარაშვილის, ნაწარმოებები შეასრულა.