აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა  სამხედრო მოსამსახურეებმა უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს

06 ივნ 2026

საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა  სამხედრო მოსამსახურეებმა უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა 10 სამხედრო მოსამსახურე, თავდაცვის ძალების აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული  დამსახურებისთვის, უწყებრივი მედლით „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა“ დააჯილდოვა.  პაატა პატიაშვილმა დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა  და საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და უწყების სახელით, სამხედროებსა და მათ ოჯახებს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.