გაეროს რეზოლუცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ

05 ივნ 2026

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით ისევ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილთა დაბრუნების უფლებას ადასტურებს.

საქართველოსა და მსოფლიოს კიდევ 67 ქვეყნის მიერ ინიცირებულ დოკუმენტს მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა. რეზოლუციის წინააღმდეგ  8 ქვეყანა წავიდა, ხმის მიცემისგან თავი კი 55-მა შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტით დაგმობილია რუსეთის მიერ ჩადენილი ქმედებები საქართველოს მიტაცებულ მიწებზე და დადასტურებულია დევნილთა უფლება - დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.