05 ივნ 2026
დაპირისპირება ოპოზიციურ ალიანსში - ამჯერად, სადაოა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური შესაძლებლობები და როლი.
რომელმა ოპოზიციურმა პარტიამ რომელს წაართვა მხარდამჭერები - საკითხზე პარტია „ახალი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კამათობს. ისმის ურთიერთბრალდებები.
ნიკა გვარამია წერს, რომ სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს.
თავის მხრივ არაობიექტურს უწოდებენ ამ განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ახლა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა და არა ოპოზიციასთან დაპირისპირება. პროცესებს აფასებენ მმართველ გუნდში და ოპოზიციური ალიანსის დაშლას აანონსებენ.