05 ივნ 2026
ქიმია, როგორც მეცნიერება ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მისი როლი ქვეყნის ეკონომიკაში და ასევე სხვადასხვა მიმართულების განვითარებაში - ამ და სხვა თემატიკაზე სამეცნიერო აქტივობები გაიმართა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.
სპეციალურად მოწყობილ სივრცეში ექსპერიმენტული ცდები ჩატარდა, რომელშიც ბათუმის სახვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ბათუმისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომლობით დაიგეგმა და მასში ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.
უმაღლესი სასწავლებლების ერთობლივი აქტივობის მიზანი, უნივერსიტეტების საზოგადოებრივ პროექტებში ჩართულობა და სამეცნიერო მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა.