უნგრეთის მთავრობა დღეიდან ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს

05 ივნ 2026

უნგრეთის მთავრობა დღეიდან ფილიპინების, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას წყვეტს - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვანდა შოდის ინფორმაციით, ეს ნაბიჯი უცხოელი მუშახელის ქვეყანაში შედინების რეგულირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

პრესსპიკერი აცხადებს, რომ დასაქმებულებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან ქვეყანაში, შეუძლიათ ვადის გაგრძელებაზე განაცხადი შეიტანონ. მანამდე, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტია “ტიზამ“ განაცხადა, რომ ივნისიდან შეწყდება სამუშაო ვიზების გაცემა მოქალაქეებზე, რომლებიც ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან არიან.