05 ივნ 2026
გაეროში მიღებული რეზოლუცია დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით გაეროში მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე საკმაოდ მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
მმართველი გუნდის დეპუტატების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მუდმივად უნდა შევახსენოთ მსოფლიოს, არასოდეს დაივიწყონ რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია.
ოპოზიციის ნაწილი კი აცხადებს, რომ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ჩინეთმა, ირანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რაც მათი თქმით, ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის მარცხის დასტურია. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ოპოზიციის მეორე ნაწილი.