05 ივნ 2026
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტს.
ბექა ძამაშვილმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან შესული საქმეების მნიშვნელოვნად კლების ტენდენციაზე, რომელმაც 2011 წელთან შედარებით 93% შეადგინა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებების შესახებაც, რომლებიც ამჟამად აღსრულების ეტაპზეა და აღნიშნა, რომ სულ დახურულია 127 საქმე, მათგან 109 – 2013 წლიდან, ხოლო 18 – 2013 წლამდე; გასულ წელს კი, კიდევ 7 საქმე დასრულდა.