05 ივნ 2026
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადის გრანპრი ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „ლაშქარი“, „ცერული“ და შუახევის სალოტბარო სკოლამ მოიპოვეს.
დაჯილდოების ცერემონია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართა.
გრანპრი ოლიმპიადის გამარჯვებულებს აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა, ასევე კულტურის მინისტრმა გადასცეს. გამოვლინდნენ ასევე პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილზე გასული ანსამბლები.
გარდა ამისა, სხვადასხვა მიმართულებით ჟიურის რჩეულებიც დასახელდნენ. გამარჯვებულ ანსამბლებს ფულადი ჯილდოც გადაეცათ. დაჯილდოვების ცერემონიამდე კი გალა-კონცერტი გაიმართა.
აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ,,ფოლკლორის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა“ ფარგლებში გაიმართა.
ოლიმპიადაში 30-მდე ანსამბლი და 800-ზე შემსრულებელი მონაწილეობდა. მისი მიზანია ტრადიციული ხელოვნების, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის წარმოჩენა-პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობაში, ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა.