05 ივნ 2026
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც თანამშრომლებსა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ მრავალწლიან ურთიერთობებსა და ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის კავშირების გაძლიერებაზე.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქართველოლოგიის ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტში წლებია ფუნქციონირებს, წარმატებით ახორციელებს საქმიანობას, რაც საქართველოს კულტურის, ტრადიციებისა და ქართული ენის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ხელს უწყობს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი და ჩინელი სტუდენტებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზებას.