05 ივნ 2026
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ალი ნაგიევთან.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენები და საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები.
საუბარი ასევე შეეხო სექტემბერში ბაქოში დაგეგმილ უსაფრთხოების ყოველწლიურ ფორუმს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების პროცესში.