05 ივნ 2026
გაეროში მიღებული რეზოლუცია დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით გაეროში მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე საკმაოდ მაღლა დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მუდმივად უნდა შევახსენოთ მსოფლიოს და ვთხოვოთ მხარდაჭერა, არასოდეს დაივიწყონ, რომ ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია.