ახალი საბავშვო ბაღები

01 ივნ 2016

რეგიონის პირველმა პირმა დღესვე ხელვაჩაურში ახალსოფლის ახლადშენებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ეს პირველი ბაღია დასახლებაში, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან 200-მდე პატარას მიიღებს.  ორ სართულიანი შენობის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და მისი ინვენტარით აღჭურვა მიმდინარეობს. წელს ხელვაჩაურის სხვადასხვა სოფელში სექტემბრიდან ექსპლუატაციაში 7 საბავშვო ბაღი შევა.  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით სკოლამდელი დაწესებულებების  მშენებლობის პროცესი მუნიციპალიტეტებში იქამდე  გაგრძლედება, ვიდრე  საბავშვო ბაღებში ადგილების სიმცირის პრობლემა  არ მოიხსნება.