გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის საღამო

04 ივნ 2026

გურამ თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის საღამო გაიმართა დღეს ქობულეთში.

კონცერტი მომღერლის ხსოვნას და 73 წლის იუბილეს მიეძღვნა. საღამოზე შესრულდა ქართული სიმღერები, გაიხსენეს მისი შემოქმედება. 

კონცერტში ანსამბლები, სოლო შემსრულებლები, გურამ თამაზაშვილის მეგობრები და ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. თამაზაშვილის სახელობის ქართული სიმღერის საღამო ქობულეთის მერიის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.