04 ივნ 2026
ქიმია ცოდნა, რომელიც ქმნის მომავალს აღმოაჩინე ნივთიერებათა საიდუმლო და შექმენი უკეთესი სამყარო - ამ დევიზით სამეცნიერო აქტივობა გაიმართა წმ. მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიაში.
მოსწავლეებს ქიმიური ცდები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტისა და თბილისის ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ჩაუტარეს.
აქტივობა მიზნად ისახავს გააცნონ მოზარდებს ქიმიის როგორც მეცნიერების როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში.. გიმნაზიის ეზოში მოეწყო მინი ლაბორატორია, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები სამეცნიერო აქტივობებში ჩაერთნენ. აღნიშნული აქტივობა სოციალური საგანმანათლებლო ცენტრის “მომავლის პალიტრისა” და გიმნაზიის ორგანიზებით ჩატარდა.