საწარმოთა საქმიანობის შედეგები

04 ივნ 2026

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2026 წლის პირველი კვარტლის, საწარმოთა საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. 2026 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.7 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

2026 წლის I კვარტალში მისი მოცულობა 23.3 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.4 პროცენტით მეტია.