04 ივნ 2026
მარკო რუბიოს განცხადება პოლიტიკურ წრეებში განხილვის თემაა. ოპოზიცია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვის რესურსზე და კონკრეტულ დათქმებზე საუბრობს, რის შემდეგაც მათი განცხადებით, შესაძლოა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა აღდგეს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს აქ განმარტავენ, რომ საამისოდ მთავარი პრინციპი ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი სამართლიანი მიდგომა იქნება.
მათი განმარტებით, სწორედ ეს იყო ქართული მხარისგან მთავარი შეთავაზებაც, რაც ამერიკის დელეგაციის ვიზიტისას შეხვედრებზე გაჟღერდა.