დასაქმების ფორუმი ბათუმში

04 ივნ 2026

დასაქმების ფორუმმა სამუშაოს მაძიებლებს სრულიად ახალი ფორმატით უმასპინძლა. ფორუმზე 80-მდე კომპანია 300-ზე მეტი ვაკანსიით და 2000-მდე სამუშაო ადგილით იყო წარმოდგენილი.

მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირისპირ შეხვედროდნენ დამსაქმებლებს, გაეცნოთ რეგიონის წამყვანი კომპანიები და ეპოვათ საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე.

ფორუმზე ვაკანსიები წარმოდგენილი იყო მომსახურების, სავაჭრო, სარესტორნო, სასტუმრო, დისტრიბუციის, სამრეწველო, სატრანსპორტო, საზღვაო, სამშენებლო, საფინანსო, ფარმაციისა და განათლების სფეროებიდან.

აჭარის დასაქმების ფორუმი დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით უკვე მეექვსედ ჩატარდა.