HACCP ერთთვიანი ტრენინგ კურსი

04 ივნ 2026

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით HACCP ერთთვიანი ტრენინგ კურსი მიმდინარეობს. HACCP არის თანამედროვე და საერთაშორისო დონეზე აღიარებული მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობას და წარმოადგენს სავალდებულო სტანდარტს საქართველოში.

ტრენინგის მიზანია ამ მიმართულებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.  

ტრენინგის მონაწილეები ეუფლებიან ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოში სურსათის უვნებლობის ძირითად პრინციპები, HACCP-ის 7 პრინციპი და მათი პრაქტიკაში გამოყენება, საფრთხეების იდენტიფიკაცია, ტემპერატურული რეჟიმების კონტროლი, პროდუქტის უსაფრთხოება.