04 ივნ 2026
ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრებზე პატრონიანი ძაღლების სტერილიზაცია, ჩიპირება და პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელი თანამშრომლობის მექანიზმები განიხილეს.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენციის მიზნით, კარდაკარ პრინციპით პატრონიანი ძაღლების მიკროჩიპების გამოყენებით იდენტიფიკაცია-ვაქცინაცია განხორციელდება და მათი მონაცემები ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირდება.