04 ივნ 2026
ანდრია კაპანაძის სოლო კონცერტი გაიმართა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის კონსერვატორიაში. თერთმეტი წლის პიანისტი მსმენელის წინაშე ერთსაათიანი პროგრამით წარსდგა.
შეასრულა ბახის, ჰაიდენის,ბეთჰოვენის, შოპენისა და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ანდრია კაპანაძე არა ერთი ქართული და საერთაშორისო კონკურსის პრიზიორი, გრანპრისა და სხვა ჯილდოების მფლობელია. იგი ასევე ბათუმის მერიის კონკურსის “ხელოვანი ბათუმისთვის 2025”- ის გამარჯვებულია.
შემოდგომაზე კი 11 წლის პიანისტი ამერიკაში მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე გაემგზავრება.
დღევანდელი საღამო ანდრია კაპანაძის რიგით მე-5 სოლო კონცერტი იყო.