საოპერო კონცერტი

04 ივნ 2026

საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობდნენ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი და საფესტივალო ორკესტრი დირიჟორ სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.