04 ივნ 2026
„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ - პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ჩაატარა.
აპრილი-მაისის პერიოდში პროექტის ფარგლებში 44 ტრენინგი გაიმართა, რომელშიც 900-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
ტრენინგების მიზანი ახალგაზრდებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაძლიერება და კატასტროფების მიმართ უსაფრთხო და მდგრადი ქცევის ხელშეწყობაა.