04 ივნ 2026
საქართველოს განათლების სამინისტროსა და პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს გივი მიქანაძემ და იუ იუნფენგმა.
მემორანდუმი საქართველოში ჩინური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, მათთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმების განვითარებას, სასწავლო რესურსებისა და გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებს.
პარტნიორობის ფარგლებში, თანამშრომლობის კოორდინაციის მიზნით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას. მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება პეკინში, ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრში გაიმართა.