დაკავება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით

04 ივნ 2026

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი თურქეთში ადგილობრივი სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ იძებნებოდა.