04 ივნ 2026
„მათ რაღაც ნაბიჯები გადადგეს, რაც მიგვანიშნებს, რომ აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ“ - ასე უპასუხა მარკო რუბიომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მოსმენისას საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს შემთხვევაში ტრაექტორიის ცვლილება იქნება.
რუბიოს კონგრესმენმა ჯო უისლონმა ჰკითხა, რა უნდა გაკეთდეს საქართველოში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაციის მოსაგვარებლად.