04 ივნ 2026
თბილისში მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი იმართება. წლევანდელი ფორუმის მთავარი თემაა „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის", რაც ბოლო პერიოდში საქართველოში ხანგრძლივი ეკონომიკური ზრდის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის პლენარული სესიები და თემატური პანელური დისკუსიები.