03 ივნ 2026
იუსტიციის სახლი ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (European Public Sector Award – EPSA) გამარჯვებულია.
პროექტს „მობილური იუსტიციის სახლი“ ევროპის საჯარო სექტორის დაჯილდოების (European Public Sector Award – EPSA) ფარგლებში, კარგი პრაქტიკის სერტიფიკატი (Good Practice Certificate) მიენიჭა.
აღიარება ევროპის მასშტაბით ინოვაციური, ეფექტიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების გამოვლენისა და დაჯილდოების ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ პლატფორმაზე გამოქვეყნდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საჯარო მომსახურების განვითარების მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტებს წარმატებით პასუხობს.