ირაკლი კობახიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდა

03 ივნ 2026

ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან - ყველა საკითხი გავიარეთ, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ჩვენი პროცესი არ არის პოლიტიკურად მართული, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატი შეიქმნება და სავარაუდოდ, 5 ივნისს, შეხვედრა კვლავ გაიმართება.