Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობა იწყება

03 ივნ 2026

Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობის დაწყებას საფუძველი დღეს ჩაეყარა, არქისა და ნექსტის ერთობლივი პროექტი, რომელიც ქობულეთში სუპერ თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის მშენებლობას ითვალისწინებს.

კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად კაპსულა ჩააგდო პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ მინისტრმა და მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრეს მსგავსი პროექტების უდიდეს მნიშვნელობაზე და იმაზე თუ როგორ უწყობს ეს ხელს რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პროცესების განვითარებას, პრემიერის თქმით პროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო, არის სტაბილური პროგნოზირებადი და მიმზიდველი.