03 ივნ 2026
5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის უნივერსიტეტის მიერ, საერთაშორისო პროექტის MACRO CLEAN-ის ფარგლებში, დაგეგმილია ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობას უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მიღებენ.
ზღვის დაბინძურების საკითხების და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ მოწვეული სპიკერების მიერ მოხდება ინფორმაციის მიწოდება აქციაში მონაწილე სტუდენტების და მოსწავლეებისთვის.
ღონისძიებაზე ასევე გათვალისწინებულია არტ-დიზაინერების ჩართულობაც, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად შექმნიან კრეატიულ არტ დიზაინს პლიაჟზე ზღვაზე შეგროვებული ნარჩენებისგან.