სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა

03 ივნ 2026

სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში 15-ე ადგილს იკავებს - ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსს აქვეყნებს. 

საქართველოს სასამართლო სისიტემამ მაღალი შეფასება მიღო და მსოფლიოში 33-ე პოზიციაზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი 15-ე ადგილი დაიკავა. მსოფლიო რეიტინგში საქართველო  უსწრებს დიდი შვიდეულის 2  ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 20სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, იტალია,  ესპანეთი, პორტუგალია, უნგრეთი,  ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

კვლევის მიხედვით ევროპის საუკეთესო 15სასამართლო სისტემა შემდეგ ქვეყნებშია: საქართველო, ბელგია,  შვედეთი, შვეიცარია, ისლანდია, გერმანია,  ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ირლანდია, ლუქსემბურგი, ავსტრია.

სასამართლო სისტემის ხარისხის ინდიკატორი ეფუძნება მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის  გამოკვლევას, რომელიც გლობალური გამოკითხვის ფარგლებში პასუხობს სასამართლოს სისტემის შეფასების ორ საკვანძო კითხვას.