03 ივნ 2026
ზოგიერთი უცხოელი ყვავივით დაგვჩხავის და ელიან, როდის არ იქნება ისეთი მაჩვენებელი, რომელსაც ელის მთავრობა და შემდეგ ნიშნისმოგებით გვესაუბრონ, თითქოს არასწორი პოლიტიკა აქვს მთავრობას, - განუცხადა მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც "ყვავივით დაგვჩხავის საქართველოს და ქართველ ხალხს".
"ეს ანგარიში მიუთითებს, რომ ბატონი ფიშერი ცდება, როდესაც საქართველოზე საუბრობს ხოლმე, ფაქტობრივად, ჩამოწერილები ვყავართ და ჩვენი განვითარების მთავარ მაგალითად გვისახავს მოლდოვას და უკრაინას, სადაც ვხედავთ ეკონომიკურ სტაგნაციას, კორუფციულ გამოწვევებს, ინსტიტუციურ სისუსტეს.