პრემიერის ანგარიში პლენარული სესიების ბოლო კვირაში იქნება, სავარაუდოდ, 26 ივნისს, თუმცა საბოლოო თარიღზე კიდევ შევთანხმდებით - პაპუაშვილი

03 ივნ 2026

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენა პლენარული სესიების ბოლო კვირაში მოხდება.

„26 ივნისს იხურება საგაზაფხულო სესია. პრემიერის ანგარიში იქნება პლენარული სესიების ბოლო კვირაში, სავარაუდოდ, 26 ივნისს, თუმცა საბოლოო თარიღზე კიდევ შევთანხმდებით. პრემიერ-მინისტრის ანგარიშს წინ არ გავუსწრებ, მიუხედავად იმისა, რომ წერილობით წარმოდგენილია, თუმცა ზეპირ გამოსვლაში ის ყველა აქცენტს შეეხება, რაც მნიშვნელოვანია მთავრობის საქმიანობის წარმოსადგენად და ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების დღევანდელ მაჩვენებლებზე ყურადღების გასამახვილებლად. მე წინასწარ არ შევალ ამ დისკუსიაში, გვექნება პლენალური სხდომა. ყველას, მათ შორის ოპოზიციას, ექნება შესაძლებლობა, კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.