03 ივნ 2026
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
თუ დღეს, პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მინიჭება მხოლოდ სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით ხდება, ახალი მოდელი დაეფუძნება პირის ფუნქციონირების კომპლექსურ შეფასებას, სადაც გათვალისწინებული იქნება არამხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალური ასპექტები, რაც გავლენას ახდენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მის საზოგადოებაში ჩართულობაზე. აღნიშნული მიდგომა განსაზღვრულია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ბიოფსიქოსოციალური მოდელით სტატუსის მინიჭების მიზანი შშმ პირთა უფლებების დაცვა, მათი საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება და შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა.