03 ივნ 2026
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან – მაგდალენა გრონოსთან, მოჰამედ ხალედ ხიარისსა და კრისტოფ შპეტისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარება და იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების გათავისუფლების საკითხს. ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და მის თანამდევ შედეგებზე.
აღინიშნა მოლაპარაკებების არსებული ფორმატების, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პოტენციალის ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობა.
ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობას.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.