02 ივნ 2026
სიღნაღის მეოთხე თეატრალური ფესტივალი თეატრ „არტდრონის“ სპექტაკლით - „ცოცხალთა ხმა“ გაიხსნა. რეჟისორ ლუკა მონავარდისაშვილის ერთმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დრამა სიღნაღის მუნიციპალურ თეატრში დაიდგა.
სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 1-დან 7 ივნისის ჩათვლით იმართება. მასში მონაწილეობს რვა ქართული და სამი უცხოური თეატრალური დასი ლიეტუვიდან, უკრაინიდან და ესპანეთიდან.
ფესტივალის ფარგლებში პირველად გაიმართება ნიდერლანდების სამეფოში არსებული ქართული სამოყვარულო თეატრის „ათინათის“ სპექტაკლის ჩვენება.
სპექტაკლების გარდა, საფესტივალო დღეებში ჩატარდება მასტერკლასები მეტყველებაში, სამსახიობო ოსტატობასა და სცენურ მოძრაობაში.