საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

02 ივნ 2026

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრს უმასპინძლეს. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში,  მაყურებლის წინაშე ორკესტრთან ერთად, ცნობილი სოლისტი - მაჩეი კულაკოვსკი წარსდგა.

შესრულდა ანტონინ დვორჟაკის კონცერტი ჩელოსა და ორკესტრისთვის და ასევე პეტრე ჩაიკოვსკის სიმფონია. საღამოს ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი, მაესტრო გოგი ჭიჭინაძე უძღვებოდა. 

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს პირველად იმართება და მისი მიზანი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავება, პროფესიული გამოცდილების გაზიარება, კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.