ნოდარ ბარამიძის 80 წლის იუბილე

02 ივნ 2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორის, ცნობილი ფსიქოლოგისა და მეცნიერის, ნოდარ ბარამიძე 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა, კოლეგებმა და სტუდენტებმა შეაჯამეს პროფესორის  მრავალწლიანი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

აღინიშნა მისი განსაკუთრებული წვლილი ფსიქოლოგიის დარგის განვითარებაში,  უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის მიმართულების ჩამოყალიბებასა და ახალგაზრდა თაობების აღზრდაში.

პროფესორ ნოდარ ბარამიძეს გამოქვეყნებული აქვს 14 წიგნი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და არაერთი პუბლიკაცია.